logo_geo
eng_logo
სამართალისლაიდერი „ბაუჰაუსის” 2 თანამშრომლის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო
- +

17 აგვისტო. 2020. 10:53

 

 

“ბაუჰაუსის” 2 თანამშრომლის გაუჩინარების საქმეზე შსს-მ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო.

 

 

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, 2 ახალგაზრდას გაუჩინარების შესახებ პოლიციაში შეტყობინება 15 აგვისტოს შევიდა.

 

 

„ბაუჰაუს ბარიდან 2 ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება პოლიციაში გუშინ, 15 აგვისტოს დაახლოებით 21:00 საათზე შემოვიდა. პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს“,-განაცხადეს უწყებაში.

 

 

ცნობისთვის, “ბაუჰაუსის” ორ თანამშრომელს – გიორგი შალამბერიძეს და ბაია ბერუაშვილს ეძებენ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner