logo_geo
eng_logo
ზუგდიდში კორონავირუსზე 311 ნიმუშის კვლევა ჩატარდა, ყველა პასუხი უარყოფითია
- +

17 აგვისტო. 2020. 11:42

 

 

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 311 ნიმუშის კვლევა ჩატარდა, ყველა პასუხი უარყოფითია.

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, გამოკვლეულებს შორის 180 მესტიის მუნიციპალიტეტიდან.

 

რაც შეეხება დანარჩენს ნიმუშს, მიღებული იყო რეგიონის სხვა რაიონებიდან, მათ შორის ცხრა ცხელების ცენტრების პაციენტი, შვიდი მედპერსონალი, კარანტინიდან 79 ადამიანი, თვითიზოლაციაში მყოფი სამი პირი, ოთხი შსს-ს თანამშრომელი, ეპიდაფეთქების კერაში მყოფი პირი 29.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner