logo_geo
eng_logo
სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ მზად არის, ეროვნული ლიდერი გახდეს
- +

17 აგვისტო. 2020. 11:20

 

 

ოპოზიციონერ სვეტლანა ტიხანოვსკაის თქმით, მზადაა, ეროვნული ლიდერი გახდეს.

 

ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ახალ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

 

„მე მზად ვარ, ავიღო პასუხისმგებლობა და ამ რთულ პერიოდში წარვდგე ეროვნულ ლიდერად, რათა ქვეყენა დაწყნარდეს და ნორმალურ რიტმში გადავიდეს, ყველა პოლიტპატიმარი გავათავისუფლოთ და უმოკლეს ვადაში შევქმნათ საკანონმდებლო ბაზა, შეიქმნას პირობები, რომ ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს“, – განაცხადა ტიხანოვსკაიამ.

 

ტიხანოვსკაიას განმარტებით, ბელარუსი რთულ პერიოდს გადის და ის გლოვობს, როდესაც მის ქვეყანაში აქციების დროს დაღუპულებს კრძალავენ.

 

„მე არ მინდოდა პოლიტოკოსობა, მაგრამ ბედისწერამ ასე ინება, რომ მე ვყოფილიყავი უკანონობასა და უსამართლობასთან ბრძოლის წინა ხაზზე. ბედისწერამ და თქვენ, ბელარუსმა ხალხმა, რომლებმაც ძალა მომცეს, როდესაც მე მენდნენ. ახლა მე ყველ წამს აღფრთოვანებული ვარ თქვენი სიმამაცითა და თვითორგანიზაციის უნარით“,  – განაცხადა ტიხანოვსკაიამ.

 

შეგახსენებთ, რომ ციხანოვსკაია ამჟამად ლიეტუვაში იმყოფება, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაემგზავრა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner