logo_geo
eng_logo
ბრაზილიაში კორონავირუსის 23 101 ახალი შემთხვევა დაარეგისტრირეს
- +

17 აგვისტო. 2020. 11:44

 

ბოლო დღე-ღამეში ბრაზილიაში კორონავირუსის 23 101 ახალი შემთხვევა დაარეგისტრირეს. ვირუსს კიდევ 620 ადამიანი ემსხვერპლა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

ბრაზილიაში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 3 მილიონ 340 ათასზე მეტი შემთხვევა. „კოვიდ 19“ ფატალური აღმოჩნდა 107 852 ადამიანისთვის.

 

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner