მესტიის მუნიციპალიტეტში აღებული 246-ვე ნიმუშის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. შესაბამისად, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.
გუშინ ეპიდემიოლოგებმა მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ბიოლოგიური მასალა კიდევ 142 ადამიანს აუღეს.
ნიმუშები ლაბორატორიებშია გაგზავნილი და მათი პასუხები დღეს დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.
მესტიის მუნიციპალიტეტში ჩაკეტვიდან დღემდე სულ 4000-მდე ადამიანია გამოკვლეული.
ე.წ. ლენჯერის კლასტერში 47 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 33 გამოვლინდა მესტიაში, 14 პირს კი კორონავირუსი მას შემდეგ დაუდგინდა, რაც მუნიციპალიტეტი დატოვა.