logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშილმა კრიზისების მართვის საბჭოს სტიქიის შედეგების დროულად აღმოფხვრა დაავალა
- +

24 ივნისი. 2016. 21:38



ამალი-დევდორაკის ხეობაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა.


შეხვედრას, რომელიც კრიზისული სიტუაციების მართვის ცენტრის ეროვნულ სიტუაციურ ოთახში ჩატარდა, ყველა შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირი დაესწრო. პრემიერმინისტრმა სხდომის მონაწილეებისგან მოისმინა ბოლო ინფორმაცია სტიქიის ზონაში არსებული მდგომარეობის შესახებ, გაეცნო სტიქიის ადგილიდან მიღებულ ვიზუალურ მასალას და სპეციალისტების მიერ მომზადებულ დასკვნებს.


შეხვედრის მონაწილეებმა პრემიერმინისტრს გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაობის გეგმა წარუდგინეს. გიორგი კვირიკაშვილმა სხდომის მონაწილეებს დაავალა სტიქიით გამოწვეული შედეგების მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში აღმოფხვრა. ამ მიზნით გასატარებელი აუცილებელი ღონისძიებების კოორდინაციას პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი განახორციელებს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner