გერმანიის პრეზიდენტი მოუწოდებს ბელარუს სამხედროებს, ძალა არ გამოიყენონ. ამის შესახებ განცხადება ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„მოვუწოდებ ბელარუს სამხედროებს, არ ჩაიდინონ ცოდვა საკუთარი ხალხის წინაშე და არ გამოიყენონ ძალა“, – განაცხადა შტაინმაიერმა.
გერმანიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ „აღფრთოვანებულია დემონსტრანტების სიმამაცით“. შტაინმაიერმა მოუწოდა ბელარუსის პრეზიდენტს, დაიწყოს დიალოგი მომიტინგეებთან, რომლებიც სოლიდარობასა და მხარდაჭერას იმსახურებენ.