logo_geo
eng_logo
გერმანიის პრეზიდენტი ბელარუს სამხედროებს მოუწოდებს, ძალა არ გამოიყენონ
- +

17 აგვისტო. 2020. 13:32

 

 

გერმანიის პრეზიდენტი მოუწოდებს ბელარუს სამხედროებს, ძალა არ გამოიყენონ. ამის შესახებ განცხადება ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

„მოვუწოდებ ბელარუს სამხედროებს, არ ჩაიდინონ ცოდვა საკუთარი ხალხის წინაშე და არ გამოიყენონ ძალა“, – განაცხადა შტაინმაიერმა.

 

გერმანიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ „აღფრთოვანებულია დემონსტრანტების სიმამაცით“. შტაინმაიერმა მოუწოდა ბელარუსის პრეზიდენტს, დაიწყოს დიალოგი მომიტინგეებთან, რომლებიც სოლიდარობასა და მხარდაჭერას იმსახურებენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner