logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: პანდემიისას განხორციელებული ინვესტიცია არის დასტური იმისა, რომ ინვესტორებს ჩვენი ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღების სჯერათ
- +

17 აგვისტო. 2020. 14:15

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში აშშ-ის ელჩთან კერი დეგნანთან ერთად თბილისში, კახეთის გზატკეცილზე „მაკდონალდსის“ სარესტორნო ქსელის რიგით მე-18 რესტორნის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

 

მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრმა მიულოცა კომპანია „მაკდონალდს საქართველოს“ მენეჯმენტსა და პერსონალს ახალი რესტორნის გახსნა და აღნიშნა, რომ კომპანია მრავალი წელია, ქართულ და ამერიკულ საქმეს ერთად აკეთებს. მისი თქმით, „მაკდონალდს საქართველო“ აშშ-ის ცნობილ ბრენდთან მრავალწლიანი თანამშრომლობის კარგი მაგალითია.

 

ნათია თურნავას განცხადებით, „მაკდონალდსი“ ერთ-ერთი პირველი გადაეწყო პანდემიის პირობებში ახალ უსაფრთხოების სტანდარტებზე.

 

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც კომპანიის საინვესტიციო გეგმები პანდემიის დროს არ იცვლება და ინვესტიცია ხორციელდება. ეს ჩვენთვის არის ყველაზე დიდი დასტური იმისა, რომ ინვესტორებს ჩვენი ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღების და ეკონომიკური პოლიტიკის სჯერათ“, - განაცხადა მინისტრმა.

 

აღსანიშნავია, რომ კახეთის გზატკეცილზე მდებარე რესტორნის პროექტში განხორციელებულმა ინვესტიციამ 6,5 მლნ ლარი შეადგინა. „მაკდონალდს საქართველო“ 2020 წელს თბილისში კიდევ ერთ რესტორანს გახსნის, 2021 წლისთვის კი ქსელს კიდევ 2 რესტორანი შეემატება. 2020 წელს კომპანიის მიერ ორ რესტორანში განხორციელებულმა ინვესტიციამ 12,5 მლნ ლარი შეადგინა. ორივე პროექტში ჯამში 150 ადამიანი დასაქმდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner