„ქართული ოცნების“ მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგის და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამჯერად მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ნავაზის, აღდგომლიაანთკარის, მისაქციელის, პატარა ქანდის და ვარდისუბნის მცხოვრებლებს შეხვდა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მოსახლეობას ის გეგმები გააცნო, რასაც გამარჯვების შემთხვევაში გუნდთან ერთად რეგიონში განახორციელებს.
„მოსახლეობას გავაცანით ჩვენი ხედვები, ჩვენი პრიორიტეტები, ჩვენი მიდგომები, რასაც მომავალ წლებში ვგეგმავთ. ასევე მოვისმინეთ მოსახლეობის მხრიდან ის პრობლემები და ის საჭიროებები, რაც მათ აწუხებთ. მომავალი ბიუჯეტის შედგენის დროს აუცილებლად იქნება გათვალისწინებული პრიორიტეტულ ნაწილში იმ პრობლემების მოგვარების საკითხი, რაც მოსახლეობას აწუხებს“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.