logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა: საჭირო იყო ჩვენი ელჩი ჩაფრენილიყო იქ, სადაც არის მისი სამუშაო ადგილი და ამ საჭიროებიდან გამომდინარე დაინიშნა ცალკე რეისი
- +

17 აგვისტო. 2020. 17:47

 

 

 

„ეს არ იყო სპეცრეისი, ეს იყო ჩვეულებრივი ჩარტერული რეისი, რომელიც ხორციელდება პანდემიასთან დაკავშირებით“,- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ „რუსთავი 2“-ის ეთერში. მისი განცხადებით, ნებისმიერი ფრენები ხორციელდება ჩარტერული რეისით.

 

„ეს არ იყო პირველი.  მსგავსი რეისები ბევრჯერ განხორციელებულა. ამიტომ მცდელობა, რომ არაფრისგან დავხატოთ ბუნდოვანება,  არის აბსოლუტურად გაუმართლებელი. დამალული არაფერია და დღეს პირდაპირ იქნა განმარტებული, თუ რატომ დაიგეგმა ეს რეისი. როცა მთავრობას და ხელისუფლებას სჭირდება და არ არის საშუალება კომერციული რეისი დაინიშნოს, მაშინ იყენებენ ამ სამთავრობო თვითმფრინავს. ესაა სამთავრობო თვითმფრინავის დატვირთვა. გაუგებარი რატომ უნდა იყოს, რომ ელჩმა გამოიყენა სამთავრობო თვითმფრინავი, რადგან იყო საჭიროება, ჩაფრენილიყო ბელორუსში თავისი მოვალეობის შესასრულებლად. ფაქტი ისაა, რომ ჩვენი ელჩი იმყოფებოდა საქართველოში, საჭირო იყო, ჩაფრენილიყო იქ, სადაც არის მისი სამუშაო ადგილი და ამ საჭიროებიდან გამომდინარე დაინიშნა ცალკე რეისი“, -განმარტა კახა კუჭავამ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner