logo_geo
eng_logo
ევროკავაშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი: ევროკავშირი ბელარუსი ხალხის გვერდითაა და მათ მოთხოვნებს უერთდება
- +

17 აგვისტო. 2020. 18:23

 

 

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ევროკავშირი ბელარუსი ხალხის გვერდითაა და მათ მოთხოვნებს უერთდება. ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა გაავრცელა.

 

„მშვიდობიან დემონსტრანტებს ბელარუსში აქვთ მკაფიო მოთხოვნები – ყველა უკანონოდ დაკავებული ადამიანის გათავისუფლება, პოლიციის მხრიდან ძალადობაში ბრალდებულთა გასამართლება და ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ციფრები აჩვენებს, რომ ბელარუს ხალხს ახლა სურს ცვლილებები, ევროკავშირი მათ მხარს უჭერს“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ამავე დროს, ბორელი მოუწოდებს ბელარუსის ხელისუფლებას, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ფაქტების „გამჭვირვალე და დეტალური“ გამოძიება ჩაატაროს.

 

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების მეთაურის თქმით, ევროკავშირი აგრძელებს მუშაობას სანქციებზე, რომელთა დაწესებაც ძალადობაში, მშვიდობიანი დემონსტრანტების რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ იგეგმება.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner