logo_geo
eng_logo
დეპუტატთა ვინაობა, რომლებმაც სესიები არასაპატიო მიზეზით გააცდინეს
- +

24 ივნისი. 2016. 22:18

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს იმ დეპუტატთა ვინაობა დაასახელა, რომლებმაც  სესიები არასაპატიო მიზეზით  გააცდინეს.


დავით უსუფაშვილი  „ნაციონალური მოძრაობის" ბოიკოტსაც შეეხო და განაცხადა,  რომ არსებული სისტემა არ იძლევა შესაძლებლობას, სანქციები განხორციელდეს.


თვის ბოლოს დეპუტატების მიერ გაცდენების შესახებ კეთდება განცხადება. მოგახსენებთ, რომ ივნისის თვეში პლენარულ სხდომებზე არასაპატიო მიზეზით დავით ბეჟუაშვილმა ორი სხდომა გააცდინა. ასევე ორი სხდომა არასაპატიო მიზეზით გააცდინდეს ვიქტორ დოლიძემ,  გიორგი ვაშაძემ,  გოგი ლიპარტელიანმა. შეეხება კობა დავითაშვილს, გოგა ხაჩიძეს,  პალიკო კუბლაშვილს, მათ არასაპატიო მიზეზით პარლამენტის სხდომები ოთხჯერ გააცდინეს. დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძეს სხდომა კი ექვსჯერ აქვს გაცდენილი",-აღნიშნა უსუფაშვილმა.


მისივე თქმით, საზოგადოებაში ისმის კითხვები, რატომ არ ატარებს პარლამენტის თავმჯდომარე სანქციებს. 


მინდა, განვმარტო, დიახ, არ ვიყენებ ამ სანქციას, რადგან  ჩვენი მოქმედი სისტემა არის დასახვეწი . ჩვენ გვქონდა დახვეწის მცდელობა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ, რადგან საკმარისია პარლამენტის წევრმა დაწეროს ქაღალდზე, რომ პოლიტიკურ ბოიკოტზეა და მთელი წელი შეუძლია, არ იაროს პარლამენტში. მას არაფერი არ ემქურება. ამიტომ არის ამ საქმეში და სფეროში საყურადღებო დეტალები, რომელზეც იმედია, ვისმჯელებთ", -განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner