logo_geo
eng_logo
მირიან ნიკოლაძე: გიორგის საქმის გამო მაჟრიტარობაზე უარი ვთქვი
- +

17 აგვისტო. 2020. 22:36

 

 

 

ამ დრომდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ადვოკატი მირიან ნიკოლაძე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნებოდა, თუმცა მან შეთავაზებაზე უარი გიორგი შაქარაშვილის გამო თქვა.

 

ის პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთი თანადამფუძნებელი და პოლიტსაბჭოს წევრია და პარტიულ სიაშიც მოხვდა.

 

ნიკოლაძემ გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში თავის პოლიტიკურ მიზნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ სტატუსისა, ის გიორგის ბიძად რჩება და ეამაყება, რომ მკვლელების ბიძა არ არის.

 

„მე მაჟრიტარობაზე ვთქვი უარი, მხოლოდ და მხოლოდ გიორგის საქმის გამო, არ მიღირს, ასჯერ მთხოვეს ჩემმა მეგობრებმა, მეტსაც გეტყვით, ერთი დიდი უბნის მთელი შემადგენლობა მოვიდა და მთხოვეს, მოდი, მირიან დადექი და ამ „ნაციონალებსაც“ და ამ „ქოცნებასაც“ ამ რაიონში ფეხი არ ჩავადგმევინოთო. არ შემიძლია.

 

ვერ ვიზამ, რომ ვიღაცას ვათქმევინო, ტელევიზორში ორჯერ გამოჩნდა ეს გაჭირვებული და თავისი საქმე გაიკეთაო.

 

რაც შეეხება პარტიის სიას, ხომ იცით, თუ ხარ პოლიტსაბჭოს წევრი, ავტომატურად სიაში იქნება. არ ვიცი, სიაში მერამდენე ადგილზე ვარ და ისიც არ ვიცი, პარტია რამდენ ხმას აიღებს.

 

ახლაც გრძელდება გიორგის საქმის მიმართ ინტერესი და გაგრძელდება ყველა დამნაშავის დასჯამდე და მერეც. ასეა, კი, მე გიორგის ბიძა ვარ და მეამაყება, რომ მისი ბიძა ვარ და არა მკვლელების.” – ამბობს მირიან ნიკოლაძე.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner