logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინი: ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას ექნება შედეგები როგორც მსოფლიოსთვის, ისე რუსეთისთვის
- +

24 ივნისი. 2016. 22:27



ვლადიმირ პუტინი მიიჩნევს, რომ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას ექნება შედეგები როგორც მსოფლიოსთვის, ისე რუსეთისთვის. კრემლის ლიდერის განცხადებით, რუსეთი "ბრექსითთან" დაკავშირებულ პროცესებში არ ჩაერევა და არასდროს უცდია ამის გაკეთება.


რუსეთის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა დევიდ ქემერონის განცახდება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა მოსკოვისთვის სარგებლის მომტანია. ქემერონის ამ განცხადებას პუტინმა "პოლიტიკური კულტურის გამოვლინების დაბალი დონე" უწოდა.


"არ მგონია, რომ "ბრექსითი" რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციურ პოლიტიკაზე აისახება", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.


ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი ეკონომიკისთვის "ბრექსითის" ნეგატიური შედეგების მინიმიზაციისგენ მიისწრაფვის.


"არანაირ გლობალურ კატასტროფას ამასთან დაკავშირებით არ ველით. რა თქმა უნდა, ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენებს და, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას დავაკორექტირებთ, დავაკორექტირებთ ჩვენს ურთიერთობებს ევროპელ პარტნიორებთან", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner