logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: ჩვენ ხელს შევუწყობთ, რათა „Ferring Pharmaceuticals“-მა მაქსიმალურად მოკლე პერიოდში გადაწყვიტოს ბიზნეს საქმიანობის დაწყება საქართველოში
- +

18 აგვისტო. 2020. 11:47

 

 

„მსხვილი ევროპული ფარმაცევტული კომპანია „Ferring Pharmaceuticals“ განსაკუთრებით დაინტერესებულია მიკრობიოლოგიითა და ფაგებით. კომპანიაში დადებითად აფასებენ საქართველოში არსებული ეკონომიკურ ვითარებას და მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს. ონლაინ - შეხვედრაზე დავსახეთ კონკრეტული გეგმები. კომპანიაში ინვესტიციებისთვის მზადყოფნა უკვე გამოხატეს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ფარმაცევტული კომპანიის „Ferring Pharmaceuticals“-ის პრეზიდენტ პერ ფალკთან ონლაინ შეხვედრის შემდეგ.

 

ონლაინ - შეხვედრა უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვის სტრატეგიის ფარგლებში გაიმართა და მასში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ გენერალური დირექტორი მიხეილ ხიდურელი მონაწილეობდა.

 

„საქართველოს ეკონომიკა თანდათან იწყებს გამოცოცხლებას და ტემპებით ბევრ ქვეყანას ვასწრებთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოვიზიდოთ უცხოური ინვესტორები“, - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, აღნიშნული კომპანია ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიაა თავის სამშობლოში და მსოფლიოში აღნიშნული პროფილის  50 უმსხვილესი კორპორაციათა შორისაა.

 

„ჩვენ ხელს შევუწყობთ, რათა „Ferring Pharmaceuticals“-მა მაქსიმალურად მოკლე პერიოდში გადაწყვიტოს ბიზნეს საქმიანობის დაწყება საქართველოში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ ერთად, უცხოური ინვესტიციების პროაქტიული მოზიდვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმას ახორციელებს. აღნიშნულის ფარგლებში, უკვე გაიმართა შეხვედრები 400-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიასთან საქართველოში მათი ბიზნეს აქტივობის დაწყების ან გაფართოების მიზნით. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner