logo_geo
eng_logo
ნინო ბურჯანაძე: ევროკავშირის კრახი აბსოლუტურად გარდაუვალია!
- +

24 ივნისი. 2016. 22:35



ევროკავშირის კრახი აბსოლუტურად გარდაუვალია", - ამის შესახებ ნინო ბურჯანაძე აცხადებს. როგორც „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა გადაცემა 2030-ში განაცხადა, ბრიტანეთის შემთხვევა შესაძლოა, ჯაჭვური რეაქციის დასაწყისი აღმოჩნდეს, რასაც სხვა ქვეყნებში იგივე შედეგები მოჰყვება.


ასეთ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში ევროპული არქიტექტურა მთლიანად გადაიხედება. ის, რაც ახლა ევროკავშირში ხდება, ევროპელი ლიდერების ბოლოდროინდელი მცდარი პოლიტიკის შედეგია. ხშირ შემთხვევაში, ევროკავშირმა საკუთარ ინტერესებზე მაღლა აშშ-ის ინტერესი დააყენა. როცა ევროპა იძულებული გახდა, მილიონობით მიგრანტი მიეღო, აშშ-მა განაცხადა, რომ სულ რამდენიმე ათასი სირიელის მიღება შეუძლია", - განაცხადა  ნინო ბურჯანაძემ.


როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის გადარჩენა მხოლოდ იმ შემთხევაში გახდება შესაძლებელი, თუ ლიდერები საკუთარ ქვეყნებსა და კონტინენტზე იფიქრებენ, პირველ ადგილზე ევროპულ ინტერესებს დააყენებენ და არა ევროატლანტიკურს.


ევროპელ ლიდერებს უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ მიგრანტთა კრიზისი მათთვის ძალიან სერიოზული გამოწვევა იქნებოდა. ევროპელები ნამდვილად დემოკრატები და სტუმართმოყვარეები არიან, მაგრამ სტუმრებისა და მიგრანტების მიღების  რაღაც შესაძლებლობა და ლიმიტი არსებობს . მითუმეტეს, როცა მიგრანტების კულტურა ევროპულისგან რადიკალურად განსხვავდება და ხშირ შემთხვევაში, მიგრანტებს ევროპული ცხოვრების წესში ინტეგრაციის სურვილი არ აქვთ. ისინი პრაქტიკულად, ცალკე სახელმწიფოებს აყალიბებენ და ცალკე სახელმწიფოებად ცხოვრობენ. ბუნებრივია, ამან ევროპაში მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია", - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner