logo_geo
eng_logo
გოჩა ენუქიძე: 2014 წლიდან დღემდე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მასშტაბით რეაბილიტირდა 10 და აშენდა 6 ახალი საბავშვო ბაღი
- +

18 აგვისტო. 2020. 16:36

 

 

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის პედაგოგებს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად შეხვდა.

 

დეპუტატის განცხადებით, შეხვედრაზე ყველა ის მიღწევა თუ პრობლემატური საკითხი განიხილეს, რომლის წინაშეც დღეს საბავშვო ბაღები და მათი აღსაზრდელები დგანან.

 

გოჩა ენუქიძის ინფორმაციით, 2014 წლიდან დღემდე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მასშტაბით რეაბილიტირდა 10 და აშენდა 6 ახალი საბავშვო ბაღი.

 

გოჩა ენუქიძემ საბავშვო ბაღის პედაგოგებს განსაკუთრებული  მადლობა გადაუხადა ახალი თაობის ღირსეულად აღზრდაში თანამონაწილეობისთვის და მხარდაჭერა და გვერდში დგომა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner