საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტმა დღევანდელი სხდომით საგაზაფხულო სესია დახურა. დეპუტატები ერთმანეთს სექტემბრის რიგგარეშე სესიებამდე დაემშვიდობენ.
კანონმდებლები პარლამენტის 4 წლიან მუშაობას დადებითად აფასებენ. უმრავლესობის წევრები გაწეული სამუშაოთი და შედეგებით კმაყოფილები არიან.
მათი განმარტებით, 4 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი კანონპროექტი მიიღეს. მათ შორის ,,ანტიდისკრიმინაციული კანონი" თვითმმართველობის კოდექსი და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმები.
საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი ბოლო საგაზაფხულო სესია საქარტველოს ჰიმნის ფონზე დაიხურა.