logo_geo
eng_logo
მე-8 მოწვევის პარლამენტმა საგაზაფხულო სესია დახურა
- +

24 ივნისი. 2016. 22:44



საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტმა დღევანდელი სხდომით საგაზაფხულო სესია დახურა. დეპუტატები ერთმანეთს სექტემბრის რიგგარეშე სესიებამდე დაემშვიდობენ.


კანონმდებლები პარლამენტის 4 წლიან მუშაობას დადებითად აფასებენ. უმრავლესობის წევრები გაწეული სამუშაოთი და შედეგებით კმაყოფილები არიან.


მათი განმარტებით, 4 წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი კანონპროექტი მიიღეს. მათ შორის ,,ანტიდისკრიმინაციული კანონი" თვითმმართველობის კოდექსი და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმები.


საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი ბოლო საგაზაფხულო სესია საქარტველოს ჰიმნის ფონზე დაიხურა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner