logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა კერესელიძე მუხრანის მოსახლეობას შეხვდა
- +

18 აგვისტო. 2020. 17:39

 

 

მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგის და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტია „ქართული ოცნებიდან“ შალვა კერესელიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ მუხრანის მოსახლეობას შეხვდა.

 

დეპუტატობის კანდიდატმა მუხრანელებს ის გეგმები გააცნო, რასაც გამარჯვების შემთხვევაში გუნდთან ერთად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში განახორციელებს. თავის მხრივ მოსახლეობამ შეხვედრაზე აღნიშნულ სოფლებში განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

 

შალვა კერესელიძის განცხადებით გასულ წლებში მუხრანში სახელმწიფოს მხრიდან რვა მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია არის განხორციელებული.

 

„სოფელ მუხრანში მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, აშენდა საბავშვო ბაღები და კულტურის სახლი, მიმდინარეობს სპორტული დარბაზის მშენებლობა, დღევანდელი დღე დავუთმეთ სოფელ მუხრანს და ჩავატარეთ ოთხი შეხვედრა, შესანიშნავი შეხვედრები იყო, მოსახლეობა კმაყოფილია“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner