logo_geo
eng_logo
მესტიისა და ლენჯერის გარდა, ზემო სვანეთში ყველა ადმინისტრაციული ერთეული შესაძლოა, 21 აგვისტოდან გაიხსნას
- +

18 აგვისტო. 2020. 17:58

 

 

მესტიისა და ლენჯერის გარდა, ზემო სვანეთში ყველა ადმინისტრაციული ერთეული შესაძლოა, 21 აგვისტოდან გაიხსნას. ამის შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

 

განცხადების თანახმად, მუნიციპალიტეტში სულ 3 509 PCR-ტესტი გაკეთდა და კორონავირუსი 33 შემთხვევაში დადასტურდა.

 

„მოგახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში გაკეთებული 3 509 PCR-ტესტის საფუძველზე, გვაქვს 33 დადასტურებული შემთხვევა.

 

მნიშვნელოვანია, რომ ახალი კორონავირუსის ყველა დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა მხოლოდ ლენჯერის და მესტიის თემებში. გამომდინარე იქიდან, რომ საკარანტინე ვადის პირველი 12 დღე გადის 21 აგვისტოს. აღნიშნული შედეგები აჩენს შესაძლებლობას, რომ 21 აგვისტოდან გაიხსნას ყველა ადმინისტრაციულ ერთეული, მესტიის და ლენჯერის გარდა.

 

მესტიასა და ლენჯერს შორის არსებული შეზღუდვები მოიხსნება და ფორმირდება, როგორც ერთიანი ჩაკეტილი სივრცე, რომლის შიგნითაც გადაადგილება არ იქნება შეზღუდული.

 

აქვე გაცნობებთ, რომ კორონავირუსის უკანასკნელი შემთხვევა ორი დღის წინ დადასტურდა, ამიტომ ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება თერმოსკრინინგი და ჩაღრმავებული კვლევა. აღნიშნული ორი თემისთვის შეზღუდვების მოხსნის საკითხი სწორედ ამ პროცესის შემდეგ გამოვლენილ შედეგზეა დამოკიდებული“, – ნათქვამია მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner