logo_geo
eng_logo
ნიკა ბერიძე: სააკაშვილმა გიორგი ბარამიძე ქალების გამო სცემა...
- +

18 აგვისტო. 2020. 19:40

 

 

„ბარამიძეს ეგ გოგო უნდა აეყვანა ნომერში, ხოლო სოფიკო ნიჟარაძე სააკაშვილთან რჩებოდა. მოულოდნელად სააკაშვილმა გადაწყვეტილება შეცვალა და ბარამიძეს უთხრა - ეგ გოგოც მე მინდაო! ბარამიძე ქალს არ თმობდა და სწორედ მაშინ სააკაშვილმა სახეში ხელი გაარტყა...“ - ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალთა“ ყოფილი სპეცრაზმელი ნიკა ბერიძე ყვება.

 

„სააკაშვილს დავით ბაქრაძე  ნაცემი  ჰყავს.

 

ბიჭები ამბობდნენ, ბაქრაძემ რაღაც არასწორი კომენტარი გააკეთა და სააკაშვილმა სილა გააწნაო! ეს ამბავი აგვისტოს ომის დროს შავნაბადას ბაზაზე მოხდა... გიორგი ბარამიძეც სცემა ბათუმში,  ქალების გამო... სააკაშვილი სოფიკო ნიჟარაძესთან ერთად იყო, ხოლო მაგან ერთ ცნობილ მოდელს დაუწყო „ჩალიჩი“...

 

არ მინდა დასახელება სახელის, ოჯახი ჰყავს და დაე, თავის ქმარს ეგონოს, რომ გვერდით წესიერი ქალი უწევს! მოკლედ, ბარამიძეს ეგ გოგო უნდა აეყვანა ნომერში, ხოლო სოფიკო ნიჟარაძე სააკაშვილთან რჩებოდა. მოულოდნელად სააკაშვილმა გადაწყვეტილება შეცვალა და ბარამიძეს უთხრა - ეგ გოგოც მე მინდაო! ბარამიძე ქალს არ თმობდა და სწორედ მაშინ სააკაშვილმა სახეში ხელი გაარტყა... ეს ამბავი 2010 წლის აგვისტოში ბათუმში მოხდა. აი, ასეთი გარყვნილი და ამორალური ხალხი მართავდა საქართველოს და ეს ხალხი ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ყველაფერზეა წამსვლელი!“ - აცხადებს ნიკა ბერიძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner