logo_geo
eng_logo
ნანა დევდარიანი: ამ უსამშობლო კაცმა, საქართველო გაყიდა და ყველაფერი რუსებს ჩააბარა!
- +

18 აგვისტო. 2020. 22:43

 

 

„მან ხომ ყველაზე უკეთ იცის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი თავად დაიწყო? დიახ, ომი სააკაშვილმა და მისმა ხროვამ დაიწყეს და საქართველო არაფერ შუაშია!“ - ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა და „გლობალური კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ჟურნალისტმა ნანა დევდარიანმა განაცხადა.

 

„მან ხომ ყველაზე უკეთ იცის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი თავად დაიწყო? დიახ, ომი სააკაშვილმა და მისმა ხროვამ დაიწყეს და საქართველო არაფერ შუაშია! სხვათა შორის, სააკაშვილი შეპყრობილია ციფრების მაგიით... ცხინვალსა და აფხაზეთში ომის დაწყებას ჯერ 2006 წლის 6 ივნისს აპირებდა, მერე 2007 წლის 7 ივლისს, ბოლოს 2008 წლის 8 აგვისტოზე შეაჩერა არჩევანი და ქვეყანაც დაღუპა.

რომ გაიძახიან და ერთი ამბავი აქვთ ატეხილი _ `მცოცავი ოკუპაციაო!~ სწორედ სააკაშვილმა შემოუსაზღვრა რუსებს ეს საოკუპაციო ხაზი... 2007 წელს მისმა პარლამენტმა აღადგინა გაუქმებული `სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი~, შექმნა ცხინვალის დროებითი ადმინისტრაცია და მიუერთა მას ახალგორის რაიონი... ფაქტია _ რუსები დღეს ზუსტად ამ საზღვრებზე ავლებენ მავთულხლართებს!

სააკაშვილმა - ამ უსამშობლოო კაცმა, ჩვენი სამშობლო გაყიდა და ყველაფერი რუსებს ჩააბარა!“ - განაცხადა ნანა დევდარიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner