logo_geo
eng_logo
რამდენ ენერგიას გამოიმუშავებს გორის ქარის ელექტროსადგური?
- +

19 აგვისტო. 2020. 00:20

 

 

მიმდინარე წლის შვიდი თვის განმავლობაში გორის ქარის ელექტროსადგურმა თითქმის 54 მლნ კილოვატ საათი ენერგია გამოუმუშავა.

 

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, რომელიც კომპანიამ bm.ge-ს მიაწოდა, გამომუშავებული ელექტროენერგიის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2017 წელს იყო, ჯამურად 87 721 000 კილოვატ საათის ოდენობით, რითაც პროგნოზირებულ მაჩვენებელს 3.8 მლნ კილოვატ საათით გადააჭარბა.

 

ეს მონაცემები 84 მლნ-მდე შემცირდა 2018-ში, ხოლო გასული წლის განმავლობაში ქარის ელექტროსადგურმა თითქმის თანაბარი - 84 633 000  კილოვატ საათი ენერგია გამოიმუშავა.

 

შეგახსენებთ, ქართლის ქარის ელექტროსადგურის 100%-იანი წილის გასხვისების აუქციონი გასული წლის ნოემბერში გაიმართა. აუქციონში კომპანია შპს „საქართველოს ქარის კომპანიამ" გაიმარჯვა, რომელმაც შეძენის ფასი 14,400,000,00 აშშ დოლარი (თოთხმეტი მილიონ ოთხასი ათასი) დააფიქსირა.

 

ქართლის ქარის ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის დეკემბერში შევიდა, მისი დადგმული სიმძლავრე 20.7 მეგავატს შეადგენს, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება კი 84,1 მილიონი კილოვატ საათია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner