საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკანიანის განცხადებით, ევროკავშირში მიმდინარე პროცესები საქართველოს ვიზალიბერალიზაციისთვის ხელისშემშლელი არ იქნება.
„დარწმუნებული ვარ, პროცესები ჩვენთვის ხელსაყრელი სცენარით განვითარდება. მთელი ჩვენი დიპლომატიური რესურსი მობილიზებულია. 24 საათის განმავლობაში, ჩვენი დიპლომატიური კორპუსი ევროპელ პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმშია. ეს კოორდინირებული თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია და საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესს არავითარი საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა დავით ზალკანიანმა გადაცემა 2030-ში.