logo_geo
eng_logo
სომხეთში კორონავირუსის 210 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

19 აგვისტო. 2020. 12:12

 

 

სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 210 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხუთი ინფიცირებული კი, გარდაიცვალა.

 

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ცენტრის ცნობით, გარდაცვლილთა შორის ერთი „კოვიდ-19“-ით დაიღუპა, ხოლო ოთხი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი სხვა დაავადება გახდა.

 

19 აგვისტოს მდგომარეობით, სომხეთში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 42 056 შემთხვევა. ბოლო 24 საათში სომხეთში კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 244-ით გაიზარდა და 35 226 შეადგინა.

 

ჯამში, სომხეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 1 082 პაციენტი, მათგან 249 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად „სხვა დაავადებები“ დასახელდა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner