logo_geo
eng_logo
მალხაზ თორიამ წითელი ჯვრის სამხრეთ კავკასიის ხელმძღვანელს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა
- +

19 აგვისტო. 2020. 13:17

 

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში ოლგა ჯუმევას და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტს ნათია ლოლაძეს შეხვდა.

 

მალხაზ თორიამ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. წითელმა ჯვარმა მესტიაში რამდენიმე დღის წინ 672 სასურსათო და ჰიგიენური ამანათი ადგილობრივ მოსახლეობას, თვითმმართველობასთან ერთად დაურიგა, დღეს კი 200 ამანათი ზუგდიდის მერიას გადასცა.

 

ორგანიზაცია კოვიდ-19 გავრცელების პრევენციისთვის ჩატარებული სამუშაოების დროს მუნიციპალიტეტებს მოხალისეთა გადამზადებაშიც დაეხმარა.  სულ ამ პერიოდში ორგანიზაციამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონს 100 000 სასურსათო-ჰიგიენური ამანათი გადასცა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner