logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში საბჭოური პერიოდის პოლიტიკას ატარებდა
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

1 მარტი. 2016. 19:11

 

 

„ნაციონალებს" აღარავინ დაუჯერებს, რადგან ქართველი ხალხის თვალში უკვე გაშიფრულები არიან," - ასე ეხმაურება უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე  რეპორტიორთან" „ნაციონალური მოძრაობის" მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისთვის გაგზავნილ სიას, სადაც 2012 წლის არჩევნების შემდეგ მომხდარი გახმაურებული და გამოუძიებელი საქმეებია ჩამოთლილი. უფლებადამცველის თქმითვე, „ნაციონალურ მოძრაობას" სხვა გზა არ დარჩა და მაინც აქვს მცდელობა, რომ ტყუილითა და ღირებულებებზე თამაშით ძალაუფლების სეგმენტი შეინარჩუნონ. 


„რასაც „ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, სიმართლეც რომ იყოს, მაინც უტიფრობაა და რატომ? - იმიტომ რომ, ის ადამიანები ცხრა წლის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნისას მიზანმიმართულად ანგრევდნენ და ხელყოფდნენ ადამიანის უფლებებს, მათ შორის სიცოცხლის უფლებას. ისინი არაფრად აგდებდნენ სასამართლოს.  „ნაციონალებისთვის" სასამართლო იყო კანტორა, რომელიც მხოლოდ ერთი პირისა და ერთი გუნდის ინტერესებს ემსახურებოდა. მათ აბსოლუტურად არ აინტერესებდათ დამოუკიდებელი მედია, პირდაპირ ძალისმიერი  მეთოდებით ხელყოფდნენ დამოუკიდებელ ტელეკომპანიებსა და ასევე ხურავდნენ ბეჭდვით მედიას. რასაც ისინი აკეთებდნენ  ვერანაირად დაარქმევ დასავლურ ღირებულებებს, პირიქით, ეს იყო საბჭოური პერიოდის პოლიტიკა. ამ პოლიტიკურმა ძალამ თავისი ცხრაწლიანი მმართველობით საზოგადოებას საბჭოური 30-იანი წლები გაახსენა. დღეს რომ რაღაც გაუხსნელ საქმეებსა და ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობენ, რა თქმა უნდა, ეს მათი მხრიდან დიდი უტიფრობაა. „ნაციონალები" ამ ღირებულებებს ხელისუფლების წინააღმდეგ იარაღად იყენებენ. თორემ ეს მათთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს. მაშინაც, როდესაც, რევოლუციის გზით მოდიოდნენ ხელისუფლებაში, ეს მხოლოდ ძალაუფლების აღების მექანიზმი იყო. თუ ამ იარაღმა  2003 წლის რევოლუციის დროს იმუშავა, ეს იმიტომ, რომ მაშინ ქართველმა ხალხმა არ იცოდა, როგორი იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა. ხალხმა დაიჯერა და მოტყუვდა, მაგრამ დღეს, როდესაც ქართველი ხალხი უკვე გადასარევად იცნობს „ნაციონალური მოძრაობის"პოლიტიკას და თითოეულ მათგანს, ისინი ამ იარაღს ვეღარასდროს გამოიყენებენ, სულ რომ მუხლისჩოქებზე დგომით იფიცონ...

 

იმედი მაქვს, რომ 2016 წლის არჩევნების დროს ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დააფიქსირებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არავის სჭირდება", - აცხადებს ნანა კაკაბაძე. 


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner