logo_geo
eng_logo
დავით ბერძენიშვილი: გადაწყვეტილება მიიღო ჯენტლმენურმა ინგლისმა!
- +

24 ივნისი. 2016. 23:18



გადაწყვეტილება მომავლის ნაცვლად მიიღო ბრიტანულმა პროვინციამ, ჯენტლმენურმა ინგლისმა და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ბრიტანეთის ყველაზე მნიშვენლოვანი, პროგრესული ნაწილისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება იყოს",- ასე აფასებს "რესპუბლიკელი" დავით ბერძენიშვილი  დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს, რომლის საფუძველზე ინგლისმა ევროკავშირის შემადგენლობა დატოვა.


პარლამენტარი არ გამორიცხავს, 10-15 წლის შემდეგ ბრიტანეთმა თავისი იდენტურობა დაიბრუნოს.

 

ემიგრანტების წინააღმდეგ ხმა მისცა პროვინციამ, რომელსაც თვალით არ უნახავს ემიგრანტი. ემიგრანტები ცხოვრობენ ლონდონში და ლონდონმა თქვა, რომ ჩვენ ვართ მზად ცხოვრება მათთერთად გავაგრძელოთ.

 

საქართველოშიც შეიძლება მოიძებნოს გარკვეული ჯგუფები, რომლებიც იტყვიან, რომ ევროპა ცუდია და დავუჯეროთ ბრიტანეთის იმ ძალებს, ვინც ეს გადაწყვეტილება უზრუნველყო, მაგრამ ეს არ არის სერიოზული. მგონი, მოვასწრებთ ვიზალიბერალიზებულ საქართველოდ ქცევას, მაგრამ ჰოლანდიაში და გერმანიაში ანტიევროპული პარტიები ძლიერდებიან, შეტევა არის ევროპულ ღირებულებებზე, მაგრამ ანტიევროპულობა ისევე დამარცხდება, როგორც აქამდე არაერთხელ დამარცხებულა",- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner