logo_geo
eng_logo
ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში წყალდიდობის გამო, 100 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
- +

19 აგვისტო. 2020. 17:37

 

 

 

ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში მასშტაბური წყალდიდობის გამო, 100 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

 

სტიქიის შედეგად წყლის დონემ მოიმატა და ბუდას გიგანტურ ქანდაკებამდე მიაღწია.

 

71 მეტრის სიმაღლის ქანდაკება, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი, კლდისგან ჩვ.წ.აღ-ის მე-8 საუკუნეშია შექმნილი. ქანდაკება სამი მდინარის შეერთების ადგილას, ქალაქ ლიშანის მახლობლად არის აღმართული. ადგილობრივების რწმენით, თუ ბუდას ფეხები წყალში აღმოჩნდება, ქალაქი მთლიანად წყლით დაიფარება. ჯერჯერობით, საბედნიეროდ, ბუდას მხოლოდ ფეხის თითებია წყლით დაფარული.

 

ქანდაკებას ყოველწლიურად ბევრი ტურისტი სტუმრობს და მდ. იანძიზე საკრუიზო ტურებიც ხშირად იმართება. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, წყლის დონის მატების გამო, ქანდაკების ტერიტორიიდან 200-მდე ტურისტი გაიყვანეს.

 

სიჩუანის პროვინციაში ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობაა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner