logo_geo
eng_logo
ნინო აღლემაშვილი: სროლა განხორციელდა სწორედ ეროსი კიწმარიშვილის ხელით
- +

24 ივნისი. 2016. 23:27



პროკურორი ნინო აღლემაშვილი აცხადებს, რომ გარდაცვლილ ეროსი კიწმარიშვილის ავტომანქანაში სხვა პირის ყოფნა და მისი მხრიდან სროლის იმ კუთხით განხორციელება შეუძლებელი იყო, რომ მას სისხლის ის შხეფები დაეფარა, რომელიც ადგილზე დარჩა.


როგორც პროკურორმა გადაცემა „პოლიტიკაში" განაცხადა, სისხლის შხეფები დარჩენილია იმ ადგილზე, რომელიც ბუნებრივია, ავტომანქანაში სროლის დროს, ყველა სხვა პირისა და საგნისგან თავისუფალი იყო.


როდესაც ჩვენ გვაქვს ასეთი კატეგორიის დასკვნა და სროლა განხორციელდა სწორედ ეროსი კიწმარიშვილის ხელით, რადგან სხვა პირის ყოფნა გამოირიციხა, მაშინ გაუგებარია საერთოდ, ავტომანქანის გადაადგილების მიზეზი რა შეიძლება ყოფილიყო", - განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.


რაც შეეხება სისხლის შხეფის კვალის ავტომანქანის გარეთ არსებობას, რომელთან დაკავშირებითაც გარდაცვლილის ძმას, ზურაბ კიწმარიშვილს კითხვები აქვს, პროკურორი აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ექსპერტებს კითხვები არ გასჩენიათ.


ტყვიის შესავალი ხვრელი ეროსი კიწმარიშვილის მარჯვენა საფეთქელია, ანუ ტყვიამ ზემოქმედება პირველად სწორედ მარჯვენა საფეთქელზე მოახდინა. შესავალი ხვრელიდან ყოველთვის ხდება სისხლის შხეფების დიდი ოდენობით გამოდინება, რადგან სწორედ ამ დროს ხდება ტყვიის მხრიდან პირველი წინაღობის გადალახვა. მარცხენა მხარე იყო გამოსავალი ხვრელი და რასაკვირველია, სისხლის შხეფების იმგვარი ოდენობა არ დაფიქსირდებოდა, როგორც ეს მარჯვენა მხრიდან იყო", - განმარტა პროკურორმა.


მისივე თქმით, გამოძიება ყველა მტკიცებულებას ერთიან კონტექსტში განიხილავს, რომლის თანახმადაც, მარჯვენა მხარეს დენთისა და ტყვიის კომპონენტების კვალი მეტი ინტენსივობით დაფიქსირდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner