logo_geo
eng_logo
გიორგი ხოჯევანიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
- +

19 აგვისტო. 2020. 18:52

 

 

გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

 

დეპუტატობის კანდიდატმა პირველი შეხვედრა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში გამართა. ასევე, შეხვედრა მოეწყო სოფლების - ნადარბაზევისა და ნაწრეტის მოსახლეობასთან.

 

მისი თქმით, ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ოკუპაცია რჩება და ხურვალეთში მცხოვრებ ადამიანებს განსაკუთრებული მხარდაჭერა და ხელშეწყობა სჭირდებათ. როგორც კანდიდატმა აღნიშნა, ხურვალეთში, ნადარბაზევსა და ნაწრეტში უკვე დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ხოლო ნადარბაზევში მოეწყო სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები.

 

გიორგი ხოჯევანიშვილი გორისა და კასპის 183 სოფლის მოსახლეობასთან გეგმავს შეხვედრას.

right_banner right_banner
არქივი
right_banner