logo_geo
eng_logo
გიორგი კახიანი: ოპოზიციის მიერ აქცენტების გადატანა რაღაც დეკლარაციებზე, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია
- +

19 აგვისტო. 2020. 18:53

 

„ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიცია საუბრობდეს თუ როგორ აპირებს საზოგადოებაში არსებული პრობლემური საკითხების გადაწყვეტას და წინასაარჩევნო პროგრამებით ესაუბრებოდეს მოსახლეობას, ჩვენ ვხედავთ, რომ აქცენტების გადატანა ხდება რაღაც დეკლარაციებზე, რაც რბილად რომ ვთქვათ, არის არასერიოზული“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ორი სახის დეკლარაციის გაფორმების შესახებ ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან კოალიციის შექმნაზე საუბარიც კომიკურია, გამომდინარე იქედან, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა საზოგადოებაში  საკმაოდ მაღალია.

 

„ჩვენ არ ვფიქრობთ კვალიფიციურ გაერთიანებებზე იმიტომ, რომ დარწმუნებული ვართ საზოგადოების მხარდაჭერით „ქართული ოცნება“ უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი პარლამენტში“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner