logo_geo
eng_logo
გია მაისაშვილი სააკაშვილზე: მასში დიდი შინაგანი ბოროტება იყო....
- +

24 ივნისი. 2016. 23:27



გია მაისაშვილმა tv პირველის ეთერში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა. მან გაიხსენა პერიოდი, როდესაც სააკაშვილის მოწვევით საქართველოში ჩამოვიდა, თუმცა მათი თანამშრომლობა რიგი მიზეზების გამო ვერ შედგა. ერთ­ერთ მიზეზად მაისაშვილმა ექს-პრეზიდენტის მხრიდან ადამიანთა მიმართ დამამცირებელი დამოკიდებულებები და არასრულფასოვნების კომპლექსების გამოვლენა დაასახელა.


სააკაშვილისთვის მიუღებელი იყო იმის წარმოდგენა, რომ ის ვინმეს რჩევას გაითვალისწინებდა, რადგან მას ყოველთვის ვერტიკალის სათავეში ყოფნის დაჟინებული სურვილები ამოძრავებდა. ეს კაცი იმდენად არასრულფასოვნების კომპლექსით აღზრდილი კაცი იყო. იმდენად დიდი შინაგანი ბოროტება იყო მასში. მისი ურთიერთობა სხვებთან იმდენად დამამცირებელი იყო. მას ხალხი არ უყვარდა, ავადმყოფური და საკუთარი ინტერესები ჰქონდა, მეტი არაფერი" - განაცხადა მაისაშვილმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner