„არსებული მოვლენებით ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ცდილობს ხელისუფლებისკენ გზის გაკაფვას“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.
„ეს არის საარჩევნო პიარქტექნოლოგია, მაგრამ ძალიან უსინდისოდ დადგმულა! სახელმწიფომ საზოგადოებაზე ასეთი ტოტალური ზემოქმედება და მანიპულაცია არ უნდა დაუშვას, რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანს ელექტროდენით აწამებ თუ მის გონებაზე ან ქვეცნობიერზე იმოქმედებ, რათა სასურველი შედეგი მიიღო? დღეს ამ ყველაფერს დაახლოებით იგივე დატვირთვა აქვს, რაც ადრე 25-ე კადრს ჰქონდა, რომელსაც ვერ ხედავდი, მაგრამ ქვეცნობიერზე მუშაობდა და გაიძულებდა, გეფიქრა ის, რაც არ გინდოდა!
რაღა შორს მივდივართ, 2003 წლამდეც იგივე არ ხდებოდა? გაიხსენეთ გრაფიკით მოწოდებული ელექტროენერგია. მოვიდა თუ არა ხელისუფლებაში სააკაშვილი, უცებ ყველაფერი განათდა. გგონიათ, შემთხვევით ირთვებოდა შუქი? მაშინაც ადამიანის ფსიქიკის დასანგრევად კეთდებოდა ყველაფერი! სრული უიმედობა უნდა შექმნილიყო საზოგადოებაში, რომ მერე თეთრ ცხენზე ამხედრებული სააკაშვილი მოსულიყო ხელისუფლებაში.
სანაიას დაღუპვის დროსაც მსგავსი მეთოდებითა და ტექნოლოგიებით მუშაობდნენ. უბრალოდ, წლებისა და გამოცდილების მატებასთან ერთად კიდევ უფრო დახვეწეს მეთოდები, თანაც გაცილებით დაუნდობლები გახდნენ. ამიტომაც ძალიან ფხიზლად უნდა იყოს ხელისუფლება! ეს იარაღი, პირველ რიგში, სწორედ მის წინააღმდეგ არის მომართული“, - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.