logo_geo
eng_logo
მაია ნიკოლეიშვილი: ნინო ლომჯარია „ნაცებისა“ და მათი მოკავშირე პოლიტიკური ჯგუფების ლობისტია!
- +

19 აგვისტო. 2020. 21:20

 

 

„ფაქტია, რომ ყველა გამოთქმული ეჭვი დამნაშავის სასარგებლოდ მუშაობს, საბოლოოდ კი რეალურ დამნაშავეებზე ხელის დაფარებას და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ემსახურება“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთა“ საუბრისას განაცხადა.

 

„ფაქტია, რომ ყველა გამოთქმული ეჭვი დამნაშავის სასარგებლოდ მუშაობს, საბოლოოდ კი რეალურ დამნაშავეებზე ხელის დაფარებას და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ემსახურება. შემოაქვთ უამრავი იდიოტური ვერსია, შეუძლებელია, ყველა მათ სიგიჟეს გასცე პასუხი, ამასობაში კი ნელ-ნელა გამოძიებისა და სახელმწიფოს მიმართ უნდობლობას ნერგავენ საზოგადოებაში.

 

შეიძლება შენ მხოლოდ თამარისა და გიორგის სიკვდილზე ელაპარაკები ხალხს, მაგრამ თითოეული მათგანი ამ დროს საკუთარ სიკვდილზე ფიქრობს, ანუ ამ გზით პირდაპირ ადამიანის ქვეცნობიერს ურტყამ, ადამიანებს ყოველდღიურად შიშის ქვეშ ამყოფებ დათრგუნული საზოგადოება, რომელსაც დამცავი ფილტრები აღარ აქვს და რომლის კრიტიკული აზროვნებაც მოდუნებულია, გაცილებით ადვილი სამართავია. აი, რა არის დღეს ყველაზე საშიში და მჭრელი პოლიტიკური იარაღი!

 

ამასწინათ, ერთ-ერთ გამოსვლაში ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა - ჩვენ დავიცავთ თქვენს შვილებსო, ე.ი. სახელმწიფო არ არსებობს და ჩვენი იმედი გქონდეთო... ეს იყო თავხედობის პიკი. გესმით, საით ისვრიან მახვილებს? რა არის ასეთი ბრძოლის საბოლოო მიზანი? პირდაპირ სახელმწიფოს ურტყამენ! წესით, ამ ვითარებაში, პირველი ომბუდსმენი უნდა იღებდეს ხმას, მაგრამ მას თავისი ხაზი აქვს და იმას როგორ გადაკვეთს?! ფაქტობრივად, დღეს ჩვენ სახალხო დამცველი არ გვყავს, ნინო ლომჯარია „ნაცებისა“ და მათი მოკავშირე პოლიტიკური ჯგუფების ლობისტია!“ - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner