logo_geo
eng_logo
მაია ნიკოლეიშვილი: გახარია იმდენად ქმედითი და ძლიერი პრემიერია, კვლავ ქვეყნის პირველი პირი უნდა იყოს!
- +

20 აგვისტო. 2020. 00:04

 

 

„ქართული ოცნების“ გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები თავიანთ მდაბიო და დაუნდობელ ტექნოლოგიებთან ერთად დამთავრდებიან“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა, გაზეთ „ასავალ-დასავალთა“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

 

„ქართული ოცნების“ გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები თავიანთ მდაბიო და დაუნდობელ ტექნოლოგიებთან ერთად დამთავრდებიან. არა მგონია, გონივრული იყოს გახარიას ფიგურის პარლამენტისთვის შეწირვა. მენანება საკანონმდებლო ორგანოსთვის, ჯერჯერობით პარლამენტი არ არის იმ წონის ინსტიტუცია, რომ იქ გახარიასნაირი სერიოზული კადრის გადაყვანა ღირდეს. დიახ, გიორგი გახარია იმდენად ქმედითი და ძლიერი პრემიერია, კვლავ ქვეყნის პირველი პირი უნდა იყოს! ვისაც „ოცნებისთვის“ ხმის მიცემა უნდა, ისედაც მისცემს, თუ ვინ იქნება პირველი ნომერი, ამაზე თვითონ იფიქრონ. „ოცნების“ ადვოკატი არა ვარ, უბრალოდ, ხმას ვაძლევ და ერთ რამეს ვითხოვ - ასარჩევლებო, გაიარეთ ხანდახან ხალხშიც, ძალიან ბევრ ისეთ დეტალს დაინახავთ, რაზეც ნამდვილად ღირს დაფიქრება!“ - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner