logo_geo
eng_logo
ფრანსუა ოლანდი: ეს იყო გამოცდა ევროპისთვის!
- +

24 ივნისი. 2016. 23:54



საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი აცხადებს, რომ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის პროცედურა მალე დაიწყება. როგორც საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმი ევროპისთვის გამოცდა იყო.


ბრიტანელმა ხალხმა რეფერენდუმის გზით გადაწყვიტა ევროკავშირის დატოვება. ეს მტკივნეული არჩევანია. მე ვწუხვარ გაერთიანებული სამეფოსა და მთელი ბრიტანეთისთვის. თუმცა ეს მათი არჩევანია, ჩვენ მას პატივი უნდა ვცეთ და შედეგები გავითვალისწინოთ. გაერთიანებული სამეფო აღარ იქნება ევროკავშირის წევრი. ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცედურა მალე დაიწყება. ბრიტანელი ხალხის არჩევანი ევროპისთვის რთული გამოცდა იყო", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.


ოლანდი მიიჩნევს, რომ ახლა ევროპამ უნდა აჩვენოს სიძლიერე და უნარი, გაუმკლავდეს ეკონომიკურ და ფინანსურ რისკებს, რომლებიც შესაძლოა დიდი ბრიტანეთის გასვლამ გამოიწვიოს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner