logo_geo
eng_logo
ალექსეი ნავალნის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
- +

20 აგვისტო. 2020. 12:57

 

 

ექიმების განცხადებით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ განცხადება ომსკის საავადმყოფოში გააკეთეს.

 

ამასთან, ექიმმა ნავალნის ჯანმრთელობის გაუარესების ზუსტი მიზეზები არ დაასახელა. მისი თქმით, ერთ-ერთ ვერსიად განიხილება მოწამვლა. თუმცა, არსებობს სხვა ვერსიებიც.

 

ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ ექიმმა განაცხადა, რომ რუსეთის კანონმდებლობა პაციენტის თანხმობის გარეშე დიაგნოზისა და მკურნალობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას კრძალავს.

 

შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში დღეს გადაიყვანეს. ის ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა და ცუდად იგრძნო თავი, რის გამოც თვითმფრინავი ომსკში დაჯდა. ამჟამად, ნავალნი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. ნავალნის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოწამლულია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner