ქუთაისში, ბაგრატიონის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა გაჩერებაზე მყოფ ბებიასა და შვილიშვილს შეეჯახა, შემდეგ კი, მაღაზიაში შევარდა.
მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა, ბებია კი, საავადმყოფოშია მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
არსებული ინფორმაციით, მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია. მიმდინარეობს გამოძიება.