პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟაცეკ ჩაპუტოვიჩი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟაცეკ ჩაპუტოვიჩი თანამდებობიდან გადადგა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ პოლონეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის მმართველმა „სამართლისა და სამართლიანობის პარტიამ“ რამდენიმე კვირის წინ მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები დააანონსა.
ჩაპუტოვიჩის გადადგომამდე ორი დღით ადრე თანამდებობა დატოვა პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრმა.