logo_geo
eng_logo
ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
- +

20 აგვისტო. 2020. 15:22

 

 

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება XIX საუკუნეში აგებულ წმ. თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიას. სამუშაოები ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით ხორციელდება. სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი ადგილზე გაეცნენ.

 

ამ ეტაპზე ტაძრის გადახურვა და გარე ფასადის მოპირკეთება მიმდინარეობს. ეკლესიის რეაბილიტაციის პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2017 წელს შეიძინა.

 

ასევე, ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით, ბათუმში ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის ფრესკების რესტავრაცია მიმდინარეობს. უკვე დასრულდა  ნოე ჟორდანიას, მაზნიაშვილის და კონსტანტინე გამსახურდიასა და აბაშიძის ქუჩების კვეთაში არსებული 5 საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია. აღნიშნულ სახლებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვთ.

 

მთავრობის წარმომადგენლებმა დასრულებული პროექტები ადგილზე დაათვალიერეს და საცხოვრებელი სახლების მცხოვრებლებს გაესაუბრნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner