logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ არ დაგვჭირდება მივაკითხოთ სხვა ქვეყნებს და მათგან ავიღოთ გამოცდილება
- +

24 ივნისი. 2016. 22:21



კონკურსი „სტუდენტები თვითმმართველობისთვის" - გამარჯვებულთა დაჯილდოება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გაიმართა.


ორგანიზაცია „მოქალაქე" კონკურსს „სტუდენტები თვითმმართველობისთვის" უკვე მეორედ ატარებს. გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ სასწავლო ტურში, რომელიც გერმანიასა და პოლონეთში გაიმართება და თვითმმართველობის საკითხებს მიეძღვნება. პროექტს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახოროციელებს.


გამარჯვებულთა დაჯილდოებისას საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს ეფექტური მართვისთვის აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება.


ადგილობრივ თვითმმართველობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეფექტურ მართვაში. თუ გავიხსენებთ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეფექტურად მართვა, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ჩვენ არ დაგვჭირდება მივაკითხოთ სხვა ქვეყნებს და იქიდან ავიღოთ გამოცდილება. უახლოესი 20 წელი ჩვენ ქვეყანას ძალიან უჭირდა, ძალიან გვიჭირდა ჩვენი ქვეყნის მართვა. ვიცით, როგორი უბედურება შეიძლება მოახდინონ სახელმწიფოს შიგნით მოქალაქეებმა და საზოგადოებამ. დაწყებული პირველი წლებიდან, როდესაც ჩვენ სამოქალო ომის მოვახერხეთ, იმის შემდგომი მმართველობის არაეფექტურობაც კარგად გახსოვთ. გახსოვთ, როგორ კორუფციაში იყო ჩაფლული სახელმწიფო. ნახეთ, რთულ პერიოდში, რომელიც დაემთხვა ახალი ხელისუფლების მოსვლას, რეგიონალური კრიზისი, ნახეთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკა. ამ ფონზე, ოთხი წლის განმავლობაში, ახალმა ხელისუფლებამ, ახალი ხელწერით მოახერხა და ქვეყანას სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე ეფექტური აღმოცნდა ეკონომიკაში. ბოლო ოთხ წელიწადში ჩვენ პრინციპულად შემოვბრუნდით ევროპისკენ, პრინციულად შემოვბრუნდით ადამიანობისკენ. პირველ რიგში, ადამიანის უფლებები დადგა და ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. შესაბამისად, ქვეყნის ეფექტურ მართვაზე არის დამოკიდებული ყველაფერი. როგორ ვიცხოვრებთ თითოეული ჩვენგანი და როგორ ადგილს დავიჭერთ განვითარებული ქვეყნების რიგში. სამ თვეში ჩვენ ძალიან სერიოზული, ძალიან პრინციპული არჩევნები გველოდება წინ და ჩემი თხოვნა იქნება, რომ თქვენ იაქტიუროთ, სწორი ანალიზი გააკეთოთ. თქვენ, გამარჯვებულები წარმომიდგენია, როგორი წარმატებულები ხართ და თქვენს მიმართ დამოკიდებულება ჩამოყალიბებული მაქვს. თქვენ ბევრი შეგიძლიათ არა მარტო თქვენ, არამედ თქვენ ირგვლივ ხალხსაც უნდა დაეხმაროთ ანალიზის გაკეთებაში. კარგად იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ცოტა გამოცდილება ჩვენი ქვეყნის მართვის. როგორც იქნა მოვახერხეთ სწორი გზით მივდივართ და საჭიროა ეს გავამყაროთ და დავიცვათ. თხოვნა იქნებოდა, რომ თქვენ თვითონ პირადად ჩაერთეთ პროცესებში სწორი ანალიზი გააკეთეთ, კარგად გაიგეთ ვის უნდა მისცეთ ხმა და დაეხმარეთ თქვენს ახლობლებსაც, რომ კიდევ ერთხელ არ შეგვეშალოს და რამე ახალი უბედურება არ მივიღოთ", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner