logo_geo
eng_logo
„ბარსელონამ“ აცნობა სუარესს, რომ მან კლუბი უნდა დატოვოს
- +

20 აგვისტო. 2020. 17:06

 

„ბარსელონას“ ფორვარდი ლუის სუარესი, დიდი ალბათობით, ამ ზაფხულს დატოვებს კატალონიურ კლუბს. როგორც ინტერნეტ-ტელევიზია „El Chiringuito“-ს „ტვიტერში“ წერია, „ბარსას“ ხელმძღვანელობამ უკვე აცნობა ურუგვაელს, რომ ის გუნდიდან უნდა წავიდეს.

 

ამ ინფორმაციამდე ცოტა ხნით ადრე დაიწერა, რომ ამსტერდამის „აიაქსს“ სურს სუარესის დაბრუნება და უკვე დაუკავშირდა ფეხბურთელის აგენტს.

 

ლუის სუარესი „ბარსელონაში“ 2014 წლიდან თამაშობს. მისი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში იწურება.

 

ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო გათამაშებაში ურუგვაელმა 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 16 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი პასი შეასრულა.

 

33 წლის ფორვარდის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 28 მილიონ ევროს შეადგენს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner