logo_geo
eng_logo
კრემლში მიიჩნევენ, რომ რუსეთის ან სხვა სახელმწიფოს მიერ ბელარუს ოპოზიციონერებთან დიალოგის გამართვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა იქნება
- +

20 აგვისტო. 2020. 18:44

 

 

კრემლში მიიჩნევენ, რომ რუსეთის ან სხვა სახელმწიფოს მიერ ბელარუს ოპოზიციონერებთან დიალოგის გამართვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა იქნება. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პეკსოვმა განაცხადა.

 

„მიგვაჩნია, რომ უპირველეს ყოვლისა, დიალოგი ბელარუსის შიგნით უნდა გაიმართოს“, – განაცხადა პეკოსვმა.

 

ვლადიმირ პუტინის პრესმდივანის თქმით, რუსეთი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ სიტუაციაში ჩარევას არ აპირებს. მან ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე გარე ზეწოლას დაუშვებელი უწოდა.

 

ამასთან, კრემლის პრესმდივანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებს ერთმანეთთან მჭიდრო სატელეფონო კონტაქტი აქვთ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner