logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: აბაზანაში დავეცი და თავი დავარტყი
- +

25 ივნისი. 2016. 00:41



მოწამლეს თუ არა პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოს" ლიდერი ლიტვაში ვიზიტის დროს? - ამის შესახებ თამაზ მეჭიაურმა tv პირველის ეთერში ისაუბრა:


„არ მივეკუთვნები ადამიანთა ისეთ კატეგორიას, რომელიც სენსაციებით ცდილობს ყურადღების მიპყრობას. ლიტვაში მართლაც ჰქონდა გარკვეულ ფაქტს ადგილი, დავეცი აბაზანაში და თავი დავარტყი, როცა სასწრაფო მოვიდა გამიზომეს წნევა და აღმოჩნდა, რომ ძალიან მაღალი იყო. აღმომიჩინეს დახმარება, ყურადღების ქვეშ ვიყავი, როგორც ოფიციალური პირების, ასევე ჩემი თანაგუნდელების მხრიდან. არ არის გამორიცხული, რომ ეს ბუნებრივად დამემართა, ვიყავი მშიერი, ნამგზავრი და ალბათ ამიწია წნევამ (თუმცა ყოველთვის ნორმალური წნევა მაქვს), ალბათ უბედურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი... არ მინდა ეჭვი შევიტანო, რომ ვინმემ რამე იმოქმედა, კოლეგებთან წყლის დალევაც კი ვერ მოვასწარი, კონიაკი მარტო მე მქონდა ჩატანილი და მარტო მე შემეძლო მათი მოწამვლა, ვიდრე მათ ჩემი", - განაცხადა მეჭიაურმა.

 

 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner