logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: ევროპული ერთიანობა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ისტორიული პროექტია!
- +

25 ივნისი. 2016. 01:57



განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე რატი ბრეგაძე Facebook-ზე წერს:


ბრიტანეთის გადაწყვეტილებასთან ერთად მოსალოდნელია სკეპტიციზმის გაზრდაც ევროპული ერთობის მიმართ, რაც იმავდროულად რუსული სენტიმენტების წინ წამოწევის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ბევრს შეეცდებიან "კეთილმოსურნეები", რომ საკუთარი პროპაგანდისტული გზავნილებით ეჭვის მარცვალი მაინც დათესონ ჩვენს ისტორიულ არჩევანში, ამის საწინააღმდეგოდ უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპული ერთიანობა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ადამიანის ღირსების პატივისცემაზე დაფუძნებული, ისტორიული პროექტია. მეორე მსოფლიო ომის მერე სწორედაც რომ წარმოუდგენელი მისია, რომელიც იმაში მდგომარეობდა, რომ  ევროპულ სახელმწიფოებს ერთმანეთთან არ ეომათ,  ევროპული ერთიანობის იდეამ შეასრულა წარმატებით. ევროკავშირი ამ პოლიტიკურ ტურბულენტსაც ღირსეულად გაივლის, თუმცა ვფიქრობ, აღმოსავლეთით გაფართოვების საკითხი უკვე სერიოზულად უნდა დაისვას ევროპულ წრეებში", - წერს ბრეგაძე.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner