logo_geo
eng_logo
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა ჯაყელის ქუჩაზე სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
- +

21 აგვისტო. 2020. 12:19

 

 

 

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა ჯაყელის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

 

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით იმ ქუჩებზე, სადაც წლების განმავლობაში, უხვი ნალექის დროს სერიოზული პრობლემები იქმნებოდა. შესაბამისად, დავიწყეთ სანიაღვრე არხისა და კოლექტორის მოწყობა.

 

პროექტის დასრულების შემდგომ კი, ეს საკითხი მოგვარდება და მოსახლეობა უსაფრთხოდ გადაადგილებას შეძლებს“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

 

ნიკო ჯაყელისა და აკაკი შანიძის ქუჩებზე, ასევე, აკაკი შანიძის მესამე ჩიხში სანიაღვრე არხებისა და კოლექტორის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

 

პროექტი დიდაჭარის ქუჩის სანიაღვრე სისტემის მოწყობასაც ითვალისწინებს.

 

მიმდინარე სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება.

 

პროექტის განსახორციელებლად ბათუმის ბიუჯეტიდან 2 160 000 ლარი გამოიყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner