logo_geo
eng_logo
გერმანიაში კორონავირუსის 1 427 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

21 აგვისტო. 2020. 12:20

 

გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 427 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა შვიდი პაციენტი. შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტი ავრცელებს.

 

გერმანიაში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 230 048 შემთხვევა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 260-ს შეადგენს.

 

გერმანიაში, სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდა შეინიშნება. საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 771 ახალი შემთხვევა აღრიცხეს.

 

მაისის შემდეგ საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების ასეთი მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner